გადაცდენა სასუნთქ გზებში

  1. Სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის გამოსაძევებლად განახორციელეთ ენერგიული დარტყმა ზურგზე ბეწებს შორის 5-ჯერ. Თუ დარტყმები უშედეგო აღმოჩნდა სწრაფად განახორციელეთ 5 აბდომინალური ბიძგი კუჭის თავზე (ეპიგასტრუმის არეში).
  2. Გადაცდენის შემთხვავაში გამოიძახეთ სასწრაფო.

თუ დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და არ სუნთქავს 

  1. Შეამოწმე სუნთქვა თავის უკან გადაწევით და მხედველობით, მოსმენით და შეხებით სუნთქვის კონტროლით.
  2. დაუყოვნებლივ დარეკეთ, ან ვინმეს დაარეკინეთ 122-ზე. 
  3. თუ სუნთქვა არ იგრძნობა, დაიწეთ გულმკერდის არაპირდაპირი მასაჟი. Დაიჩოქეთ დაშავებულის გულმკერდთან. Ცალი ხელისგულის ფუძე დაადეთ დაშავებულის გულ-მკერდის ცენტრში. Მეორე ხელისგული დაადეთ პირველის ზემოდან.
  4. Სწორი მხრებით, იდაყვებში გამართული ხელებით მოახდინეთ ზეწოლა გულ-მკერდზე ვერტიკალურა ზევიდან ქვევით. Ხელები არ მოაცილოთ გულ-მკერდს. Აცადეთ ამოზნექა და გაიმეორეთ შემდეგი ზეწოლა. 
  5. გაუკეთეთ მასაჟი სიხშირით წუთში 100 ზეწოლა, მანამ, სანამ დაშავებული არ დაიწყებს სუნთქვას ან არ გამოჩნდება დახმარება. 

თუ დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და  სუნთქავს 

  1. Შეამოწმე სუნთქვა თავის უკან გადაწევით და მხედველობით, მოსმენით და შეხებით სუნთქვის კონტროლით.
  2. Დააწვინეთ გვერდულად, გადაუწიეთ თავი უკან ისე რომ ნიკაპი იყოს აწეული ზემოთდა აკონტროლეთ სუნთქვა. 
  3. Დარეკეთ, ან ვინმეს დაარეკინეთ 112-ზე.