Ძვლის მოტეხილობა
- Დაეხმარეთ დაშავებულს დაზზიანებული უბანი დააფიქსიროს საკუთარი ხელით. Ზედმეტი მოძრაობების თავიდან აცილების მიზნით შეგიძლიათ ასევე გაომიყენოთ ბალიში ან ნაჭრის ნივთები. Დაავებული ადგილის უძრავად დაფიქსირება შეამცირებს ტკივილს და თავიდან აგაცილებთ დამატებით დაზიანებებს.
- Თუ დაშავებულს აღენიშნება დაზიანებული კიდურის დეფორმაცია და ტკივილი, ან თუ ის საჭიროებს ტრანსპორტირებას, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
- Უზრუნველყავით დაზიანებული უბნის დაფიქსირება და უძრაობა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
Როგორ მივხვდეთ თუ ძვალი მოტეხილია?
Დაშავებულს შეიძლება აღენიშნებოდეს სისხლჩაქცევები, ტკივილი და შეშუპება. Შეიძლება იწვეს არაბუნებრივ პოზიციაში. Მძიმე შემთხვევების დროს , კიდური იყოს დეფორმირებული და აღინიშნებოდეს ღია ჭრილობა.
Როგორ დავაფიქსირო დაზიანებული ძვალი უძრავად?
თუ არ ასრის აუცილებელი, ნუ გაამოძრავებთ დაზიანებულ კიდურს. Კიდური დააფიქსირეთ რბილი ნაჭრით (ტანსაცმელი, საბანი ა.შ.), თუ ეს შესაძლებელია, თუმცა ნუ დაატანთ ძალას. Ძვალი დაფიქსირებული გქონდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებოს მოსვლამდე.
Როგორ მოვიქცე, თუ დაზარალებული არ მაძლევს დაშავებული უბნის დაფიქსირების საშუალებას?
Სცადეთ დაარწმუნოთ რომ დააფიქსიროს დაზიანებული ნაწილი საკუთარი ხელით. Შეიძლება ასევე დაიხმაროთ ბალიშები ან საფენები.
თუ ძვალი არაბუნებრივად გამოიყურება ან ამოვარდნილი ჩანს, ჩავასწორო მოტეხილი ძვალი?
Არა. Გატეხილ ან ამოვარდნილ ძვალს საავადმოფოში ჩაასწორებენ. Არასდროს სცადოთ ამოვარდნილი ძვლის ჩასმა; ამით შეიძლება სიტუაცია უფრო დაამძიმოთ.
Როგორ მოვიქცე, თუ ყველაფერი წესრიგში ჩანს და მხოლოდ სილურჯე აღინიშნება?
Სცადე გაიგოთ რამ გამოიწვია დაზიანება ( მაგ. წაქცევა), რადგანაც ეს ძვლის მოტეხილობაზე შეიძლება მიანიშნებდეს. Თუმცა, ხშირ შემთხვევაში რთულია რეტგენის გარეშე მოტეხილობის, ნაღრძობისა და დაჭიმულობის განსხვავება. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დაშავებულს შეუძლია ამოძრაოს კიდურები ან დადგეს ფეხზე. Ნიშნავს თუ არა ეს რომ მას სავარაუდოდ მოტეხილობა არ აქვს?
Არ არის აუცილებელი. Ძვლის მოტწეხილობის დასადგენად საჭიროა რეტგენი. Მოტეხილობა, მოტეცილობის დროს შესაძლოა დაშავებულს არ აღენიშნებოდეს მოძრაობის სეზღუდვა. უ დაშავებულს აღენიშნება ტკივილი დაზიანებულ მიდამოში და თუ ტკივილი და დისკომფორტი არ კლებულობს მიმართეთ ექმის.